ირაკლი ალასანია: არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ვუჭერთ მხარს

ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების პოზიციას მკვეთრად ემიჯნება და აცხადებს:  „ვმიჯნავ ჩემი პოზიციისგან და “თავსუფალი დემოკრატების” პოზიციისგან რამდენიმე ჩვენი ყოფილი წევრის მიერ წამოწყებულ კამპანიას “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად”.
ამასთან, ირაკლი ალასანია აღნიშნავს, რომ ის და “თავისუფალი დემოკრატები” რჩებიან ერთგული იმ ღირებულებების, რითაც აქამდე მოვიდნენ.
“ერთმნიშვნელოვნად ვმიჯნავ ჩემი პოზიციისგან და “თავისუფალი დემოკრატების” პოზიციისგან რამდენიმე ჩვენი ყოფილი წევრის მიერ წამოწყებულ კამპანიას ,,ქართული ოცნების” მხარდასაჭერად. მათ თავიანთი პოლიტიკური გზა აქვთ არჩეული. ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ ღირებულებების, რითაც მოდიოდნენ ,,თავისუფალი დემოკრატები” აქამდე. არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ვუჭერთ ჩვენ მხარს, გარდა ჩვენი კანდიდატის თეიმურაზ გაფრინდაშვილისა”, -განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები დავით ონოფრიშვილი, გია ცაგარეიშვილი და ზურაბ აბაშიძე, საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარი ხელისუფლების მაჟორირატორობის კანდიდატებს დაუჭირონ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები