ეკა ბესელია: ველოდებით ყველგან გამარჯვებას

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელიას განცხადებით, ბათუმში საარჩევნო აქტივობა ამ დროისთვის დაბალია.
მისი შეფასებით, აჭარაში ყველა უბანი მზად არის არჩევნების ჩასატარებლად, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან კენჭისყრის პროცედურისათვის ყველა წინაპირობა შექმნილია.
“აჭარაში ყველა უბანი გაიხსნა და ყველგან არის სიმშვიდე. გვაქვს ინფორმაცია, რომ ხმის მიცემისთვის და კენჭისყრის პროცედურისთვის ყველა წინაპირობა, რაც არის საჭირო საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, შექმნილია. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ ამ უბანზე მაღალ აქტიურობას, მაგრამ იმედი მაქვს, ცოტა მოგვიანებით, ამომრჩევლის უფრო მეტი აქტივობა იქნება. მაქვს მოლოდინი, რომ აჭარაში ყველა უბანი მზად არის არჩევნების ჩასატარებლად. ველოდებით ყველგან გამარჯვებას, ჩვენმა კანდიდატებმა ძალიან კარგად იმუშავეს მეორე ტურის წინ”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები