კახა კალაძე: დავით უსუფაშვილმა მართლაც მიიღო გადაწყვეტილება გათავისუფლებასთან დაკავშირებით

დავით უსუფაშვილმა მართლაც მიიღო გადაწყვეტილება გათავისუფლებასთან დაკავშირებით, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე დავით უსუფაშვილის მიერ „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების გადაწყვეტილებას.
კალაძემ უსუფაშვილს წარმატება უსურვა.
“მთელი საარჩევნო კამპანია “რესპუბლიკურმა” პარტიამ “ქართული ოცნების” ლანძღვაში გაატარა, რაც მათ შედეგებზეც აისახა. მინდა, მას წარმატება ვუსურვო – ის არის ადამიანი, რომელიც იბრძოდა ჩვენთან ერთად კოალიციაში, თუმცა მისი განცხადებები იყო არაადეკვატური საარჩევნო კამპანიის დროს. მათი სლოგანი იყო – “გავთავისუფლდეთ” და დღეს, დავით უსუფაშვილმა მართლაც მიიღო გადაწყვეტილება გათავისუფლებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, წარმატებას ვუსურვებ მას”, – აღნიშნა კალაძემ “TV პირველის” ეთერში.
რაც შეეხება დავით უსუფაშვილთან შესაძლო თანამშრომლობას, კალაძის განცხადებით, ეს საკითხი გიორგი კვირიკაშვილის გადასაწყვეტია, თუმცა ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა და სავარაუდოდ, დავით უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნაზე იზრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები