კახა კალაძე: ალბათ, უფრო მთავრობაში დავბრუნდები

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე შინაგან საქმეთა მინისტრად მისი დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც კალაძემ „TV პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, ის ალბათ, უფრო მთავრობაში დაბრუნდება.
,,სად გავაგრძელებ საქმიანობას ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. გავრცელებული ჭორები, რომ კახი კალაძე შს მინისტრად ინიშნება, შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე საუბარიც არ ყოფილა. ვფიქრობ, ალბათ უფრო მთავრობაში დავბრუნდები, ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან და გუნდთან ერთად ამაზე აუცილებლად იქნება მსჯელობა. არ არის მთავარი და მნიშვნელოვანი ვინ რა თანამდებობებზე იქნება, ჩვენ ყველამ უნდა განვახორციელოთ ის ამბიციური გეგმა, რომელიც ,,ქართულ ოცნებას“ აქვს წარმოდგენილი“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები