პრემიერ-მინისტრი: დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ, საგარეო უწყებას შეუერთდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მინისტრთა კაბინეტში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება.
“ყველა მინისტრთან, მათ შორის ახალი მინისტრობის კანდიდატებთან, კონსულტაციები უკვე გამართულია. ახალი მინისტრთა კაბინეტი იქნება ძალიან დინამიური იმისთვის, რომ ოთხი წლის თავზე, თვისობრივად სხვა ქვეყანა შევქმნათ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ცვლილებები რამდენიმე სამინისტროს შეეხება. მისი განცხადებით, დიასპორის სამინისტრო, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.
“დაახლოებით, იქნება ალბათ, ორი-სამი სამინისტრო, სადაც ცვლილებები იგეგმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე დღეს ვერ ასრულებს საქმეს, უბრალოდ, დრო იცვლება და მოთხოვნები ახალია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები