გიორგი კვირიკაშვილი “პატრიოტთა ალიანსთან” კოალიციას გამორიცხავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი “პატრიოტთა ალიანსთან” კოალიციაში ან ბლოკში შესვლას გამორიცხავს.
როგორც მთავრობის მეთაურმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, “პატრიოტთა ალიანსთან” რაიმე საკითხზე, მაგალითად, ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობა შესაძლებელია.
“რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსსა” და ნინო ბურჯანაძეს, არანაირი კითხვის ნიშანი არ შეიძლება, იყოს. ვფიქრობ, რაიმე ტიპის ბლოკში, კოალიციაში, ან სტრატეგიულ თანამშრომლობაში ამ ტიპის პოლიტიკურ პარტიებთან შესვლა, გამორიცხულია”,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები