გიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოეს რამდენიმე წელიწადში, პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხი არ დგას.
როგორც პრემიერმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში საუბრისას აღნიშნა,  თუ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დადგება, ის ქუთაისის მოსახლეობასთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს.
“პარლამენტის თბილისში გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში. დღეს არის საშუალება, რომ საკომიტეტო მუშაობა გაიმართოს თბილისში უკვე განახლებულ პარლამენტის შენობაში, ხოლო პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირ პრობლემას არ ქმნის.
ამიტომ, ეს საკითხი არ უნდა იყოს აქტივიზირებული უახლოეს მომავალში. თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა იქნას ქუთაისის მოსახლეობასთან ეს საკითხი აქტიურად განხილული და მათგან თანხმობა მიღებული”,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები