გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ახლოს ვართ საკონსტიტუციო უმრავლესობასთან, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების პირველი ტურის შედეგებით კმაყოფილია, თუმცა დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა არჩევნების მეორე ტურშიც იაქტიურებს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობასთან ახლოსაა, რაც მმართველ გუნდს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.
„ჩვენ კმაყოფილი ვართ ამ შედეგით. მე ვფიქრობ, რომ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩეველმა. უბრალოდ, ჩვენ მაჟორიტარ ოლქებში მინიმალური ბარიერი 50 პროცენტამდე ავწიეთ და სწორედ ამის გამოა, რომ უმრავლესობა ჩვენი კანდიდატების, რომლებსაც უწევთ მეორე ტურში მონაწილეობა, მათ ჰქონდათ 50 პროცენტზე ნაკლები. ვფიქრობ, ეს არის დემოკრატიის კიდევ ერთი გამოხატულება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამომრჩეველი მეორე ტურშიც იაქტიურებს, რაღაც ასეთი შეგრძნება შეიქმნა ქვეყანაში, რომ არჩევნები ჩატარდა. არჩევნები არ დასრულებულა. მეორე ტურში, ასევე მნიშვნელოვანია, როგორც ეს იყო პირველ ტურში, ამომრჩევლის მისვლა და გამოხატვა პოზიციის. ამიტომ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ ამომრჩეველი იაქტიურებს და მაქსიმალურად იმაზე მეტი დასწრება იქნება.
კმაყოფილი ვარ თუ არა, ამაზე შეიძლება ბევრნაირად ვუპასუხო. კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ ჩვენ ახლოს ვართ საკონსტიტუციო უმრავლესობასთან, ეს არის ძალიან დიდი მანდატი ჩვენი მოსახლეობისგან, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ხდება საკონსტიტუციო უმავლესობის დემონიზება.
„შეიძლება, ეს ვიღაცის ხელში ტრაგედიაა, „ქართული ოცნების“ ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იქნება ტრაგედია. საქართველოს მოსახლეობა წინ წავიდა დემოკრატულ განვითარებაში, მოსახლეობის შემგუებლობა არადემოკრატიული განვითარების ელემენტებთან არის დაბალი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები