პრემიერი: ძალიან გულდასაწყვეტი იყო ის ბოლო ნაბიჯები, რომლებიც „რესპუბლიკელებმა“ გადადგეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, „რესპუბლიკური პარტიის“ ბოლო ნაბიჯები და „ქართულ ოცნებაზე“ შეტევითი კამპანია გულდასაწყვეტი იყო.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, დავით უსუფაშვილი დამოცდილი პოლიტიკოსია და ის ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად უნდა დარჩეს.
„ძალიან გულდასაწყვეტი იყო განსაკუთრებით ის ბოლო ნაბიჯები, რომლებიც „რესპუბლიკელებმა“ გადადგეს.  არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის გადაწყვეტილების მეორე დღესვე დაიწყო აბსოლუტურად არაადეკვატური შეტევითი კამპანია „ქართულ ოცნებაზე“. პოლიტიკაში ალბათ გულდაწყვეტების ადგილი არ არის, ამიტომ მე მხოლოდ ვიტყვი იმას, რომ დასანანია როგორც განვითარდა „რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო კამპანია, მათი რიტორიკაც და დასანანია ისიც, რაც დღეს ვიხილეთ ჩვენ.
მე არ ვიცი რა ტიპის თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს საუბარი, ბატონ დავითს ჰკითხეთ თვითონ, იმ შეფასებების მერე, რომელიც მან გააკეთა ბოლო პერიოდში, აქვს თუ არა სურვილი ასეთი ტიპის თანამშრომლობის. პოლიტიკაში გამორიცხული არაფერი არ არის, მე მინდა მას წარმატება ვუსურვო და მინდა აღვნიშნო, რომ ის არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი და ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად უნდა დარჩეს“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები