თინა ხიდაშელი: ჯერჯერობით ვრჩები „რესპუბლიკურ პარტიაში“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „რესპუბლიკური პარტიის” წევრად რჩება.
როგორც „კვირას“ თინა ხიდაშელმა განუცხადა, მისი სამომავლო გეგმების შესახებ მედიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადება მას ტელევიზიიდან არ მოუსმენია.
„ჯერჯერობით ვრჩები „რესპუბლიკურ პარტიაში“, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ შესაბამის განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებ, როდესაც ჩავთვლი საჭიროდ. მე ვფიქრობ, რომ მან თავის განცხადებაში ყველაფერი ძალიან გასაგებად და ამომწურავად თქვა“, – განუცხადა „კვირას“ თინა ხიდაშელმა.
კითხვაზე, იცოდა თუ არა წინასწარ მან დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილების შესახებ, აღნიშნა, რომ მეუღლის განცხადება ტელევიზიიდან არ მოუსმენია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა, თუმცა პოლიტიკაში რჩება. მისი თქმით, იგი პოლიტიკურ საქმიანობას ოპოზიციაში გააგრძელებს.

კითხვაზე, დატოვებს თუ არა თინა ხიდაშელი პარტიას, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. „ვიცი, რომ არ აპირებს ჩემს დატოვებას, რას იზამს პარტიაში, არ ვიცი“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები