ხათუნა სამნიძე უსუფაშვილის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი პარტიისთვის

“ჩვენ დრო არ გვეყო იმისთვის, რომ ჩვენს ამომრჩეველს დავენახეთ ოპოზიურ პარტიად”, – ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე დავით უსუფაშვილის მიერ პარტიის დატოვების ფაქტს.
როგორც სამნიძემ აღნიშნა, დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილება პარტიისთვის დიდი დანაკლისია.
„შედეგებმა და ჩვენმა წინასაარჩევნო კამპანიამ ცხადყო, რომ დაბალანსების პოლიტიკა და მთავარი პარტნიორის პოლიტიკა კოალიციურ ერთობაში იყო მცდარი გზა. ჩვენ დრო არ გვეყო იმისთვის, რომ ჩვენს ამომრჩეველს დავენახეთ ოპოზიურ პარტიად, ხოლო ამ შედეგების განხილვამ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომელზეც ახლაც ვსაუბრობთ პარტიაში. მიმდინარეობს ანალიზი, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ახალი ძალები პარტიაში, უნდა გავიაროთ რეფორმები, უნდა ვიყოთ ორიენტირებულები ჩვენს ღირებულებებზე და სწორედ ეს იყო  ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც დავით უსუფაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და მან დატოვა პარტია. ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი პარტიისთვის. დავით უსუფაშვილი არის ერთ-ერთი პროფესიონალი, კვალიფიციური პოლიტიკოსი, როგორც პარტიისთვის, ასევე ქვეყნისთვის“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
რაც შეეხება თინა ხიდაშელს, სამნიძე ამბობს, რომ მის შესახებ  ინფორმაცია არ აქვს.
„ამ მომენტისთვის ინფორმაცია არ მაქვს თინა ხიდაშელისა და პარტიის სხვა წევრების გადაწყვეტილებების შესახებ, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ შესახებ საზოგადოება ინფორმაციას შეიტყობს“,-აღნიშნა სამინიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები