დავით უსუფაშვილი: ვიცი, რომ თინა ხიდაშელი არ აპირებს ჩემს დატოვებას, რას იზამს პარტიაში, არ ვიცი

დავით უსუფაშვილი არ აკონკრეტებს, დატოვებს თუ არა „რესპუბლიკურ პარტიას“ მისი მეუღლე – თინა ხიდაშელი.
როგორც უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის დატოვება-არდატოვებაზე  პარტიის წევრები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას თავად იღებენ.
„ამაზე არანაირი კონსულტაცია არ გვქონია. მე ყველას გადაწყვეტილებას ვცემ პატივს. კონკრეტულ საკითხებზე, თუ რაში არ იყო ჩვენი ხედვა თანხვედრაში, დღეს არ შევჩერდები. პარტიის დატოვებაზე არჩევნებამდე ბევრი მიკიჟინებდა, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებდი. 25 წელი ერთად ვიყავით და ყველაფერი გავაკეთე ოლქშიც და პარტიაშიც, რაც შემეძლო. მაგრამ ახლა არ არის დრო პოლიტიკურად ხელის ჩამოშვების და ყურების ჩამოყრის. მე მზად ვარ, ყველასთან მქონდეს დიალოგი, ვისაც საქართველო წარმოუდგენია დემოკრატიულ ქვეყნად“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.
კითხვაზე, დატოვებს თუ არა თინა ხიდაშელი პარტიას, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
„ვიცი, რომ არ აპირებს ჩემს დატოვებას, რას იზამს პარტიაში, არ ვიცი“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები