დავით უსუფაშვილი: მე პოლიტიკოსად მაქცია დავით ბერძენიშვილმა და მას ვუხდი განსაკუთრებულ მადლობას

დავით უსუფაშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სრულიად ახალი ტიპის პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაიმარჯვოს.
უსუფაშვილმა ყოფილ თანაგუნდელებს, განსაკუთრებით კი დავით ბერძენიშვილს, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ მან აქცია პოლიტიკოსად.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს სრულიად ახალი ტიპის პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ექნება ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსი და რომელსაც პოლიტიკურ გენეტიკურ კოდში ექნება მრავალპარტიული, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელი ფუნდამენტური ღირებულებები, რომელშიც იქნება ერთ-ერთი და არა ერთადერთი პარტია, ეს იქნება შეცვლადი და არა შეუცვლელი პარტია, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენ, რომ ის ერთადერთი და შეუცვლელი, რასაც უნდა ემსახურებოდეს ყველა პარტია და ყველა საჯარო დაწესებულება, ქართული სახელმწიფო დადგეს ფეხზე და ამ სახელმწიფომ შეძლოს ჩვენი სამშობლოს სათანადოდ პატრონობა. მადლობას ვუხდი ყველა ჩემს თანამებრძოლს, ვისთან ერთადაც 25 წელზე მეტია ვარ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში. მე ამ პარტიაში ავიდგი ფეხი, მე პოლიტიკოსად მაქცია დავით ბერძენიშვილმა და მას ვუხდი განსაკუთრებულ მადლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა უკვე სხვადასხვა ფლანგიდან, მაგრამ ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარების და წინსვლის უზრუნველყოფას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები