დავით უსუფაშვილი: ვერ და არ მიხილავთ სამთავრობო თანამდებობაზე

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის რომელიმე სამთავრობო თანამდებობის დაკავებას არ გეგმავს. როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ის საქმიანობას ოპოზიცურ ველზე აგრძელებს.
„კიდევ ორიოდე კვირა მიხილავთ პარლამენტის შენობაში. ორიოდე კვირის შემდეგ ვერ და არ მიხილავთ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში სამთავრობო თანამდებობაზე, სასამართლო თანამდებობაზე და სხვა თანამდებობაზე. ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ: მე ვაგრძელებ საქმიანობას ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე. ამ საქმიანობის კონკრეტული ფორმებისა და კონტურების თაობაზე მექნება მსჯელობა და დიალოგი ბევრ ადამიანთან. მხოლოდ ამის შემდეგ მოგახსენებთ უფრო კონკრეტულად, თუ რა არის დაგეგმილი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები