დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს – საგანგებო განცხადება

დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას” ტოვებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილების შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები ახლა შეიტყობენ.
„მე ვადასტურებ, რომ მივიღე ადამიანურად ძალიან მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ. მე ვაგრძელებ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ოპოზიურ ველზე, მაგრამ ეს იქნება ცოტა სხვა ტიპის საქმიანობა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები