პაატა ბურჭულაძე ქვეყნის დატოვებას არ აპირებს

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე ქვეყნის დატოვებას არ აპირებს. როგორც ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში მსოფლიო ბანმა განაცხადა, ის არც პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს.
„არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან და არც საქართველოდან. ყველაფერი იქნება კარგად. ყველაფერს გავაგრძელებთ. ახლა რეორგანიზაცია უნდა გავაკეთოთ პარტიაში. გვექნება პრესკონფერენცია და ჩვენს სიტყვას ვიტყვით არჩევნებთან და მეორე ტურთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
რაც შეეხება ფინანსურ დავალიანებას, „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი აცხადებს, რომ თანამშრომლების მიმართ არსებულ დავალიანებებს პარტია ეტაპობრივად გაისტუმრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები