უშიშროების საბჭოს მდივნად ალექსი ბარბაქაძე დაინიშნა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ალექსი ბარბაქაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის განკურგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ალექსი ბარბაქაძე 2014 წლიდან პრეზიდენტის მრჩეველი იყო.
იგი თბილისში 1966 წლის 7 იანვარს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
1997 წლიდან გაიარა ბუნდესვერის ბატალიონის სამეთაურო კურსები (ოცმეთაური, ასმეთაური, ბატალიონის მეთაური), ხოლო 1999 წლიდან – ლოგისტიკის სამეთაურო კურსები (ლოგისტიკის პოლკი, სასაწყობო მეურნეობა, ლოგისტიკის სარდლობა).
2001-2002 წლებში წარჩინებით დაამთავრა ბუნდესვერის გენ.შტაბის აკადემია.
1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული დაზვერვისა და უშიშროების სამმართველოში;
1992-1993 წლებში იყო დაზვერვის ბატალიონის უფროსი.
1993 წელს – სწრაფი რეაგირების კორპუსის განყოფილების უფროსი, ეროვნული გვარდიის სარდალი – შემდგომში საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარმიო კორპუსის მეთაური, 1994-1995 წლებში – შსს შინაგანი ჯარის სარდლის I მოადგილე, 1995-1997 წლებში – საქართველოს შეირაღებული ძალების გვარდიის მთავარი სამმართველო, 1997-1998 წლებში – პრეზიდენტის მთავარი სამხედრო ინსპექციის წევრი,
1998-2001 წლებში – თავდაცვის სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსი, 2003–2004 წლებში – თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი, 2004-2005 წლებში – J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი,
2014 წლიდან პრეზიდენტის მრჩეველი.
მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ბრძოლებში. ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისა და დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში ნავთობით მდიდარ სტრატეგიულ რესურსებზე სახელმწიფოს კონტროლის აღდგენის ოპერაციებს.
ალექსი ბარბაქაძე არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სტრატეგიისა და რეფორმის ავტორი. შემუშავებული აქვს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის კონცეფცია. 2005 – 2006 წლებში, სტრატეგიული კვლევის ცენტრში კითხულობდა ლექციებს კონფლიქტოლოგიასა და ოსეთის შესაძლო კრიზისის განვითარების თაობაზე.
ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები