აშშ-ის დაზვერვა – ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამაზე უარს არ ამბობს

ჩრდილოეთ კორეა ბირთვული პროგრამის შეჩერებას არ აპირებს და აშშ-ის ყველა მცდელობა ამ მხრივ წარუმატებელია. ამის შესახებ აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლეპერმა განაცხადა.
მან ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას პარანოიკები უწოდა, რომელთათვის „ბირთვული იარაღი გადარჩენის ერთადერთი შანსია“.
ამერიკის დაზვერვის უფროსს მიაჩნია, რომ ეკონომიკური სანქციების ამოქმედება უფრო მომგებიანი იქნება, რათა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბირთვული არსენალი შეამციროს.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ბირთვული იარაღის და რაკეტების შექმნის პროგრამაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ეს სანქციებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები