ნადეჟდა სავჩენკო მოსკოვში ჩაფრინდა

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო მოსკოვში ჩაფრინდა, რათა სასამართლოში უკრაინელ ნაციონალისტებს მხარი დაუჭიროს.
ამის შესახებ ტვიტერში სავჩენკოს ადვოკატმა ილია ნოვიკოვმა დაწერა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში, ჩეჩნეთის სასამართლომ, უკრაინის მოქალაქეებს ნიკოლაი კარლიუკს და სტანისლავ კლიხას 22 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ვინაიდან ისინი 1990-იან წლებში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
ახლა რუსეთის უზენაესი სასამართლო კარლიუკის და კლიხას აპელაციას განიხილავს. გამოძიების ვერსიით, კარლიუკი და კლიხა რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის – „უკრაინული სახალხო ლაშქრის“ შემადგენლობაში შედიოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები