კომპანია Vodafone დიდ ბრიტანეთში 4,6 მილიონი ფუნტით დააჯარიმეს

დიდ ბრიტანეთში კომპანია Ofcom-მა, რომელიც ტელესაკომუნიკაციო კომპანიების მუშაობას აკონტროლებს, Vodafone 4,6 მილიონი ფუნტით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება „კლიენტებთან დაუდევარი მოპყრობის გამო“ იყო  მიღებული.
კლიენტების პრეტენზიები იმ საკითხსაც უკავშირდება, რომ ფულის ჩარიცხვის შემდეგ თანხა ანგარიშზე არ ჯდებოდა. გარდა ამისა, Vodafone არასათანადოდ სწრაფად რეაგირებდა პრობლემებზე, რაც გადახდის ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ გაჩნდა.
Vodafone-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კლიენტებს დაკარგული თანხების დიდი ნაწილი უკვე დაუბრუნეს და რომ მომხდარის შესახებ სინანულს გამოთქვამენ.
ჯარიმა Vodafone-მა 20 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები