დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ავტოავარიას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

მოსკოვის მახლობლად, დომოდედოვოს აეროპორტთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ საოლქო პოლიციიდან აცნობეს.
ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. სულ მინივენში 12 მგზავრი იმყოფებოდა.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მასში 32 პირი და 11 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები