“Guardian”-ი : არაპროგნოზირებადი პუტინი „ცივ ომზე“ უარესია

დასავლეთმა რუსეთი თავის დროზე არასათანადოდ შეაფასა და დღეს მსოფლიო ახალი „ცივი ომის“ პირობებში ცხოვრობს. ის საბჭოთა პერიოდის „ცივი ომისგან“ განსხვავდება, მაგრამ მაინც ძალზე სახიფათოა. აქ არა ეკონომიკური ინტერესების, არამედ ფასეულობების შეჯახება ხდება. ამის შესახებ ბრიტანული „Guardian“-ი წერს. მას სხვადასხვა ექსპერტების და ანალიტიკოსების მოსაზრება მოჰყავს. გაზეთი სვამს კითხვას, თუ როგორ უნდა უპასუხოს დასავლეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას და სირიის დაბომბვებს – სამხედრო პასუხი გასცეს თუ თანაცხოვრების საშუალება გამონახოს?
​ასე მაგალითად, გენერალი რიჩარდ შირეფი, რომელიც ევროპაში ნატოს ძალების სარდლის მოადგილეა. მან რუსეთის მხრიდან საფრთხის რეალობა 2014 წლის 19 მარტს გააცნობიერა. მაშინ პუტინმა ყირიმის ანექსია გაამართლა და დასავლეთის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებები გააკეთა, თითქოს ის რუსეთის ზურგს უკან მოქმედებს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-მარკო ეროს განცხადებით, მსოფლიო ქაოსმა მოიცვა.
„ჩვენ გვიწევს წინა შეცდომებზე პასუხის გაცემა, რომლის შედეგადაც დასავლეთი ბოლო 20 წელი კომფორტის შეგრძნების პირობებში ცხოვრობდა“, – აცხადებს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
“Guardian”-ს ლონდონის ყოფილი მერის, ბორის ჯონსონის სიტყვებიც მოჰყავს. მან განაცხადა, რომ ბერლინის კედლის ნგრევა კომუნისტური მმართველობის დასასრულად შეცდომით მიიჩნიეს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პუტინი ძალზე არაპროგნოზირებადი და შესაბამისად, სახიფათოა.
​რუსეთს ამჟამად სტრატეგიული მტერი გაუჩნდა და ის, სავარაუდოდ, მანამდე იარსებებს, ვიდრე პუტინი ხელისუფლებაში იმყოფება. “Guardian”-ი ასევე წერს, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების მომავალი, სავარაუდოდ, თეთრი სახლის ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ გაირკვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები