მოსკოვში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, რომელსაც შაქრო კალაშოვმა „ქურდის“ სტატუსი წაართვა

მოსკოვში შსს-ს სპეცრაზმის თანამშრომლებმა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ანდრეი ტორკუნოვი დააკავეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „თურქის“ სახელით არის ცნობილი.
34 წლის ტორკუნოვს რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერმა, შაქრო კალაშოვმა „ქურდის“ სტატუსი წაართვა. ჩხრეკის დროს „თურქს“ 45 გრამი ჰაშიში აღმოაჩნდა. ის ყაჩაღური თავდასხმისთვის იძებნებოდა.
ტორკუნოვი „კანონიერი ქურდი“ 2013 წელს გახდა, მაგრამ ე.წ. ქურდული წესების დარღვევისთვის შაქრო კალაშოვმა 2013 წელს მას „ქურდის“ სტატუსი წაართვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები