გერმანიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 14 ჩეჩენი დააკავეს

გერმანიაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს რუსეთის ფედერაციის 14 მოქალაქე დააკავეს, ყველა ჩეჩენი ეროვნებისაა. ამის შესახებ გერმანიის პოლიცია იუწყება.
გერმანული მედიის ცნობით, დაკავებულია 11 მამაკაცი და 3 ქალი.
ერთ-ერთი დაკავებული – 28 წლის მამაკაცი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მიერთებას გეგმავდა. ის 2015 წელს გერმანიაში ტერაქტის მოწყობას გეგმავდა, მაგრამ ეს განზრახვა ჩაეშალა.
დანარჩენი 13 დაკავებული. რომელთა ასაკი 21-დან 31 წლამდე მერყეობს, ტერორიზმის დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები