ჩინეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაიჭრა. დაშავებულთა შორის 11 რეანიმაციაშია გადაყვანილი. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება.
აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. დაზიანდა ათობით შენობა, მათ შორის ადგილობრივი საავადმყოფო და 60-ზე მეტი ავტომობილი.
თვითმხილველები არ გამორიცხავენ, რომ ერთ-ერთ სახლში  ასაფეთქებელი ნივთიერებები უკანონოდ ინახებოდა და აფეთქება ამან გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები