სოფო ხორგუანი: ვინც კონსტიტუციური უმრავლესობის საფრთხეზე ლაპარაკობს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოჯახის წევრები არიან

საზოგადოების ის წევრები, რომლებიც კონსტიტუციური უმრავლესობის საფრთხეზე ლაპარაკობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ოჯახის წევრები არიან”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა განაცხადა.
ხორგუანი თვლის, რომ სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებულ განცხადებას კონსტიტუციურ საფრთხეზე პოლიტიკური მოტივი ჰქონდა.
“კონსტიტუციური უმრავლესობა საფრთხე იყო მაშინ, როცა ავტოკრატიული რეჟიმი გვქონდა და შიში გამოცდილების გამო გვაქვს. აჟიოტაჟი, რომელიც იყო შექმნილი, თითქოს სამოქალაქო სექტორის წევრების მხრიდან, ეს არის მათი პოზიცია, მათი განცხადება და მიმართვის ტექსტი იყო წმინდა პოლიტიკური, ეს იყო მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მეორე ტურის წინ რაღაც დივიდენდები მოეპოვებინათ. ბევრი, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ პროცესში ჩართული აღმოჩნდა. რამდენიმე მათგანის ოჯახის წევრი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ჩემთვის მათი სუბიექტური მოსაზრება გასაგებია. ამით მათ დარტყმა მიაყენეს საზოგადოებრივ აზრს“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები