გამოძიებამ დაადგინა, რომ ხაბაროვსკში არასრულწლოვნებმა 15 ცხოველი და ფრინველი წამებით მოკლეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა, რომ ხაბაროვსკში ორი 17 წლის გოგონას მსხვერპლი 15 ცხოველი და ფრინველი გახდა. ამასთანავე, გამომძიებლების ინფორმაციით, დახოცილი ცხოველების ზუსტი რიცხვი ჯერ კიდევ დასადგენია. ჩხრეკის დროს ერთ-ერთი გოგონას სახლში კატის თავის ქალა აღმოაჩინეს. გარდა ამისა, იქ 15 სახეობის ცხოველის ბიოლოგიური ნივთიერების ნიმუშია აღმოჩენილი.
ამჟამად გოგონების მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცხოველების წინააღმდეგ სასტიკი მოპყრობის მუხლით აღიძრა. მიმდინარეობს გოგონების ფსიქიატრიული შემოწმება და სხვა დანაშაულთან მათი კავშირის შემოწმებაც.
არასრულწლოვანთა სისასტიკე სოციალური ქსელების მეშვეობით გახდა ცნობილი. გოგონები არა მარტო აწამებდნენ ცხოველებს, არამედ ინტერნეტში ამ სისასტიკის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასაც აქვეყნებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები