ანტალიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა
თურქეთის ქალაქ ანტალიაში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. აფეთქება ქალაქის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობასთან მდებარე ავტოსადგომზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები და მაშველები. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის, ძირითადად, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლები არიან. მათ ჩამსხვრეული მინებით ჭრილობები მიიღეს.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, აფეთქება ავტომობილის გაუმართაობამ გამოიწვია. ამასთანავე სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიასაც არ გამორიცხავენ. ანტალიაში მყოფ ტურისტებს მოუწოდეს, რომ მათ ვითარების გარკვევამდე სასტუმროებიდან არ გამოვიდნენ.