კენიაში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

კენიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ მანდერაში სასტუმროზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, თავდასხმა „აშ-შაბაბის“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს.
პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა ღამის საათებში მოხდა. ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობაც გამოიყენეს. მანდერაში წინა თავდასხმა 6 ოქტომბერს მოხდა. მაშინ საცხოვრებელ კომპლექსზე თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.
„აშ-შაბაბის“ ბაზა სომალიში მდებარეობს. ეს დაჯგუფება კენიასა და სხვა ქვეყნებში თავდასხმებს ხშირად აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები