სამხრეთ აფრიკაში მომხდარი სარკინიგზო ავარია მსხვერპლით დასრულდა

სამხრეთ აფრიკაში მომხდარი სარკინიგზო ავარია მსხვერპლით დასრულდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, იოჰანესბურგის აღმოსავლეთით, ორი მატარებელი ერთი და იმავე რელსზე აღმოჩნდა და ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 122 ადამიანი დაშავდა, ერთი მგზავრი კი დაიღუპა.
პირველადი ვერსიით, შესაძლოა შეჯახება რკინიგზის თანამშრომლის შეცდომამ გამოიწვია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები