ბელგია კანადასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარს აცხადებს

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელმა, ევროკავშირის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ქვეყანა კანადასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს აცხადებს. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. ბელგიის პრემიერის განცხადებით, ხელშეკრულების გაფორმებისთვის ქვეყნის ყველა რეგიონის ერთსულოვანი მხარდაჭერაა აუცილებელი. როგორც ვალონიის პრემიერ-მინისტრმა პოლ მაგნეტმა განაცხადა, რეგიონი კანადასთან შეთანხმების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მათ არ სურთ, რომ ის ზეწოლით მოხდეს. თანაც მაგნეტის თქმით, ხელშეკრულება სოციალური და ეკოლოგიური სტანდარტების წინააღმდეგ არის მიმართული. ევროკავშირსა და კანადას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება – ამ ტიპის პირველი ხელშეკრულებაა, რომელიც ევროკავშირმა უნდა გააფორმოს. შეთანხმების გაფორმების შემდეგ გარკვეული სავაჭრო შეზღუდვები უნდა გაუქმდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები