რეზო ამაშუკელი: “გამოყულიევებულ” “ნაცმოძრაობას” აწყობდა სიტუაცია უმართავი გამხდარიყო“

„საქართველოში პოლიტიკური სიფილიტიკების დრო სამუდამოდ უნდა დამთავრდეს“, – ამის შესახებ პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.
ამავე ინტერვიუში რეზო ამაშუკელი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს. ამასთანავე, პოეტი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ „ნაციონალები“ დიდი რევანშისთვის ემზადებიან.
რეზო ამაშუკელი გამოცემასთან 8 ოქტომბრის არჩევნების შესახებაც საუბრობს.
„როგორ გგონიათ, 8 ოქტომბერს მარნეულში ნაციონალებმა პროვოკაცია რომ მოაწყვეს, ეს მხოლოდ არჩევნების ჩაშლას ემსახურებოდა?! სულ ცოტა, უნდოდათ და შეიძლებოდა ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ეთნოკონფლიქტი გაჩაღებულიყო. ყველამ ვნახეთ, ნაციონალების კანდიდატი იმამყულიევი აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს როგორ აქეზებდა და ძალადობისაკენ უბიძგებდა. დიახ, გამოყულიევებელ ნაცმოძრაობას აწყობდა, სიტუაცია უმართავი გამხდარიყო და საერთოდ, ესენი ყველაფერზე წავლენ, ქვეყანას თავზე დაიმხობენ, ოღონდაც ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი გაუჩნდეთ! ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ, გამოყულიევებელი ნაციონალები, არჩევნების მეორე ტურშიც არაერთი პროვოკაციის მოწყობას შეეცდებიან! „ – აცხადებს რეზო ამაშუკელი და მოსახლეობას მიმართავს – „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აუცილებლად უნდა მოიპოვოს, რათა ჩვენ ბოლოს და ბოლოს, დავინახოთ, რის გაკეთებას შეძლებს ეს ძალა, რომ ნაციონალები საბოტაჟს ვეღარ მოუწყობენ და ხელს ვერაფერში შეუშლიან!“ – ამბობს რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები