საფრანგეთში მიგრანტების ბანაკს ხურავენ

საფრანგეთის ქალაქ კალეში 1200 პოლიციელი არალეგალური მიგრანტების ბანაკის დახურვის ოპერაციაში მონაწილეობს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ბანაკში 7 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობას დიდ ბრიტანეთში მოხვედრა სურს.
დემონტაჟამდე რამდენიმე დღით ადრე, საფრანგეთის ხელისუფლებამ გაავრცელა წერილები, სადაც ეწერა, რომ მათ სპეციალურ პუნქტებში რეგისტრაცია გაევლოთ.
რეგისტრაციის შემდეგ ლტოლვილებს 60 ავტობუსით საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში გადაიყვანენ, სადაც თავშესაფრის თხოვნით მათ ხელისუფლებას უნდა მიმართონ.
იმ შემთხვევაში, თუ ამას არ გააკეთებენ, ლტოლვილებს დეპორტაცია ემუქრება.
_92065086_f6b498ef-3bd0-4702-8585-fab674fab2fe _92064742_b5b4a08b-c421-43c9-9bd6-383626b2c54f _92060032_036020287-1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები