პოლონეთის თავდაცვის მინისტრი – ევროპისთვის მთავარი საფრთხე რუსეთია

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონ მაჩერევიჩმა განაცხადა, რომ ევროპისთვის მთავარი საფრთხე მოსკოვიდან მოდის და რუსეთი პოლონეთზე დომინირებას ცდილობს. ამის შესახებ მინისტრმა „პოლონეთის რადიოს“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ რუსეთს წავართვით იმის გადაწყვეტის უფლება, თუ რომელი ქვეყნის ჯარი უნდა იმყოფებოდეს ჩვენს ტერიტორიაზე. კრემლი არის ევროპისთვის დღევანდელი საფრთხის წყარო. რუსეთის პოლონეთზე დომინირების აღდგენას ცდილობს“ – განაცხადა მაჩერევიჩმა. ასევე მაჩერევიჩმა საინფორმაციო ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „გონების ომი არის გასაღები გამარჯვებისკენ ან დამარცხებისკენ, ხალხის განვითარებისკენ ან მისი განადგურებისკენ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები