საოკუპაციო ხაზთან კიდევ ერთი პირი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, 43 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.
“საქონელს მწყემსავდა, როგორც ეს ხდება ყოველდღიურად, დააკავეს და წაიყვანეს ცხინვალის იზოლატორში. იმ ტერიტორიაზე, რომელზეც მავთულხლართი და ეგრეთწოდებული საზღვრის აღმნიშვნელი არანაირი ბანერი არ არის“, – განაცხადა „კვირასთან“ მეჯვრისხევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი თოდაძემ.
ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, მეჯვრისხევის მკვიდრის დაკავება, „კვირასთან“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაადასტურეს. ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა დაკავებულის გათავისუფლება ჯარიმის გადახდის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები