ბრიტანეთში, დევონის ერთ-ერთი კვარტლიდან ევაკუაცია განხორციელდა

ბრიტანული პოლიციის ანტიტერორისტულმა დანაყოფმა დევონის ერთ-ერთი კვარტლიდან ევაკუაცია განახორციელა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის მიზეზად, აღმოჩენილი საეჭვო საგანი იქცა. სხვა დეტალების შესახებ ამ ეტაპზე მედიაში არ საუბრობენ.
პოლიციის განცხადებით, ანალოგიური ნივთი სამართალდამცველებმა გასულ კვირას ლონდონის ერთ-ერთ მეტროსადგურშიც აღმოაჩინეს. მომხდარის გამო 200 მეტრის რადიუსში გზა გადაიკეტა.
სამართალდამცველების ცნობით, ნივთი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები