რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს.
შემთხვევა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, 43 წლის მალხაზ ლეჟავა ორმა შეიარაღებულმა სამხედრო პირმა მაშინ დააკავა, როდესაც ის სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონელს მწყემსავდა.
მალხაზ ლეჟავას გატაცების შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული პიროვნება ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს.