ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” განმეორებითი კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე აკვირდებიან. როგორც „კვირას“ არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, არჩევნების დღის პირველი საათები აღნიშნულ უბნებზე მშვიდ გარემოში, თითქმის უხარვეზოდ მიმდინარეობს.
“2016 წლის 22 ოქტომბრის განმეორებითი კენჭისყრა 12 საათის მდგომარეობით, ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე (სოფ. ჯიხაშკარის 66.67.38, 66.67.79 და სოფელ განმუხურის 66.67.108 უბნებზე) მშვიდად მიმდინარეობს. დაკვირვების ფარგლებში, სამივე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა. თუმცა ჯიხაშკარის ორივე უბანს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რის გამოც პროცედურები სანთლის შუქზე ჩატარდა. ელექტროენერგიის მიწოდება მალევე აღდგა. სამივე უბნიდან მცირე ხნით დაგვიანდა გადასატანი ყუთის გატანა (განმუხურის 38-ე უბანზე 15 წუთით, ჯიხაშკარის 79-ე უბანზე 19 წუთით და 108-ე უბანზე 10 წუთით). აღნიშნული გამოწვეული იყო პროცედურების არადროული შესრულებით. აღნიშნული არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ხარვეზს, თუმცა მიუთითებს იმაზე, რომ კომისიებს უჭირთ პროცედურების განსაზღვრულ დროში დასრულება”, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციაში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები