დონალდ ტრამპი სექსუალური ხასიათის ზემოქმედებაში უკვე მეათე ქალმა დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, სექსუალური ხასიათის ზემოქმედებაში კიდევ ერთმა ქალმა დაადანაშაულა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
იოგის ინსტრუქტორი, 45 წლის კარენა ვირჯინია უკვე მეათე ქალია, რომელმაც ტრამპის არასათანადო საქციელის შესახებ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ 1998 წელს აშშ-ის ჩოგბურთის ჩემპიონატის გახსნაზე ტრამპი მას ხელზე და მკერდზე შეეხო. ასევე ის სხვა მამაკაცებს ვირჯინიაზე მიუთითებდა და ამბობდა, „ შეხედეთ ამის ფეხებს, მსგავსი რამ ცხოვრებაში არ გინახავთ“ – ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რაღაცა ნივთი ვიყავი“ – აცხადებს კარენა ვირჯინია.
ოქტომბრის დასაწყისში ჟურნალისტებმა ტრამპის ჩანაწერი გამოაქვეყნეს, რომელიც 2005 წელს არის ჩაწერილი. ტრაპი ის ქალებზე და მათ მიმართ სექსუალურ ზემოქმედებაზე საუბრობს. ჩანაწერმა აშშ-ში დიდი სკანდალი გამოიწვია, მას შემდეგ მრავალმა ქალმა ტრამპი სექსუალური ხასიათის ზემოქმედებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები