ირაკლი გოგავა: „პატრიოტთა ალიანსის” წარმატება ლოგიკურია

„პარლამენტში შესული „პატრიოტთა ალიანსის“ ექვსი წევრიდან ხუთს კარგად ვიცნობ. ყველა მებრძოლია და სააკაშვილის რეჟიმის მთელი სიავე საკუთარ ზურგზე გადაიტანეს.“- ამის შესახებ უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ იუშენკოს ყოფილმა მრჩეველი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს.
ირაკლი გოგავას მიაჩნია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მუშაობა პარლამენტში საინტერესო იქნება. მისი თქმით, “პატრიოტებმა” უნდა უპასუხონ კითხვას, „გახდებიან თუ არა ისინი მასობრივი პარტია უახლოესი 4 წლის განმავლობაში?“
“პატრიოტთა ალიანსის” წარმატება ლოგიკურია. ფაქტობრივად ერთადერთი ძალაა, რომელიც გაუმკლავდა მისი მარგინალიზაციის მცდელობას ორივე მხრიდან, დასვალეთსაც და საზოგადოებასაც დაუმტკიცა, რომ ღირებული პარტნიორია. პარლამენტში შესული 6 პატრიოტიდან ხუთს კარგად ვიცნობ. ყველა მებრძოლია და სააკაშვილის რეჟიმის მთელი სიავე საკუთარ ზურგზე გადაიტანეს. საინტერესო იქნება მათი საპარლამენტო მოღვაწეობა. მთავარი გამოწვევა, რომელსაც “პატრიოტებმა” უნდა უპასუხონ, გახდებიან თუ არა ისინი მასობრივი პარტია უახლოესი 4 წლის განმავლობაში? და მეორე: მოახერხებენ თუ არა ამას პოპულისტური ლოზუნგების გარეშე? მათ მუდმივად უნდა “დაბომბონ” მთავრობა და უმრავლესობა ეკონომიკური პროექტებით, ეკონომიკური ინიციატივებით, არ უნდა მოასვენონ, სულ ტონუსში უნდა ჰყავდეთ. მათ ადგილას მე პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტაბლოს გამოვფენდი, სადაც დაიწერებოდა სისტემატიურად, თუ რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა ქვეყანაში – ეს ტაბლო დამოკლეს მახვილივით იქნებოდა მთავრობის კისერზე და ისინიც უფრო მობილიზებულები იქნებიან. სამუშაო ადგილებია მთავარი საკითხი, ღირსეული სამუშაო ადგილები. ყველა სხვა პრობლემის გასაღები აქ დევს. პატრიოტებისგან კონსტრუქციულ, პასუხისმგებლიან და კომპეტენტურ ოპონირებას მოველი,“ – წერს ირაკლი გოგავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები