ვლადიმერ პუტინმა დონბასში ეუთოს სამხედრო მისიის განთავსებაზე თანხმობა განაცხადა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონბასში ეუთოს სამხედრო მისიის განთავსებას დათანხმდა. ამის თაობაზე ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„შეიარაღებული პოლიციური მისიის, ეუთოს მისიის, როგორც გინდათ ისე უწოდეთ მას, პრინციპში, პუტინი ასეთი მისიის განთავსებას დასთანხმდა“, – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ბერლინში გამართული მოლაპარაკების დროს პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელია ამ საკითხის აქტივიზაციისთვის ეუთოში გერმანიის თავმჯდომარეობის გამოყენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები