ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიაში კორიდაზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის რეგიონში ხარების ბრძოლაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა. სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორიდა ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილია და მისი აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია.
2010 წელს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთის ამ რეგიონში ხარების ბრძოლის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2012 წელს ის ძალაში შევიდა. კანონის მიღების ინიციატორები ცხოველთა უფლებების დამცველები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები