არგენტინაში 16 წლის გოგონას დაღუპვას საპროტესტო აქციები მოჰყვა

არგენტინაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციებში 16 წლის გოგონას გაუპატიურების გამო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
გასულ კვირას ლუსია პერესი ქალაქ მარ-დელ-პლატას საავადმყოფოში ორმა მამაკაცმა მიიყვანა, მათ განაცხადეს, რომ გოგონამ ნარკოტიკის ჭარბი დოზა მიიღო.
პაციენტის შემოწმების დროს ექიმებმა სექსუალური ძალადობის კვალი აღმოაჩინეს. რამდენიმე საათში გოგონა გარდაიცვალა.
დანაშაულში ეჭვმიტანილები კვირას დააკავეს. მათ გაუპატიურებაში და მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. ამ ფაქტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ტალღა ააგორა. ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებმა საპროტესტო აქციების ჩატარება და მთელ ქვეყანაში ერთი საათით ყველა ორგანიზაციის მუშაობის შეჩერება მოითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები