გერმანიაში ოთხშაბათს დაჭრილი პოლიციის ოფიცერი გარდაიცვალა

გერმანიაში მემარჯვენე ექსტრემისტის მიერ ოთხშაბათს დაჭრილი პოლიციის ოფიცერი დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. დაჭრის ფაქტი ბავარიაში მოხდა.
შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ოთხ პოლიციელს გაუხსნა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ექსტრემისტული მოძრაობის, „რეიხის მოქალაქეების“ წარმომადგენელი იყო.
ერთ-ერთი დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები