საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა სია

დღეს, 18. 00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. ამ დროისათვის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობის კონკურსისათვის 10 კანდიდატი დარეგისტრირდა:
1) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სოსო სტურუა, რომელიც აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის ბოლო და პირველი დირექტორია, რომელსაც უფლებამოსილება 2013 წლის 21 დეკემბერს დაიწყო და 2016 წლის 20 დეკემბერს ვადა ეწურება. 2) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების მენეჯერმა, მედია-ექსპერტმა ნათია კაპანაძემ.
3) მაუწყებლის რადიოსა და ინტერნეტ-მაუწყებლობის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი მოისწრაფიშვილი.
4) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე თამილა დოლიძე.
5) ახალი ამბების რეპორტიორი ფირუზ ბოლქვაძე.
6) აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, თეიმურაზ დიასამიძე.
7) ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „იბერია და იბერიელები“ -ს წამყვანი ვლადიმერ ჭელიძე. 8) ბათუმის მერიის საერთაშორისო და საზოგადოების ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით ჩხარტიშვილი.
9) ბათუმელი რეჟისორი, ბათუმის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი გიორგი გიორგაძე.
10) დავით დიასამიძე.
ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს საბოლოო კანდიდატურა. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში 2 წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ არის, ხოლო „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ თითო-თითო კანდიდატი ჰყავთ.
20 ოქტომბრის სხდომაზე განიხილება დოკუმენტაცია და ტელევიზიის დირექტორი მომდევნო 7 დღის ვადაში დაინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები