შსს-ს წარმომადგენელმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსმა მაკა ფერაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
 
შეხვედრაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შედეგები და მიღწევები წარადგინეს.
 
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები აქვს, რაც აღნიშნულია როგორც ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) დასკვნაში, ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური შეფასების ანგარიშში.
 
მაკა ფერაძემ შს სამინისტროს მიერ ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენის, გამოძიებისა და პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების, ასევე, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მან სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას ტრეფიკინგის რისკებისა და მისგან თავდაცვის გზების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები