ნიკა რურუა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ სმს შეტყობინებებით მოუწოდებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა რურუამ მეორე ტურისთვის მზადება ახალი მეთოდით გადაწყვიტა.
კერძოდ, ნიკა რურუამ მოსახლეობასთან ურთიერთობა განსხვავებული ფორმით დაიწყო და ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოკლე ტექსტური შეტყობინების დახმარებით მოუწოდა.

„არა აბსოლუტურ უმრავლესობას, არა საკონსტიტუციო უმრავლესობას, ხმა მივცეთ ოპოზიციის კანდიდატს ნიკოლოზ რურუას”, – წერია სმს შეტყობინებაში, რომელიც სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებს დღეს მიუვიდათ. აღნიშნული ფაქტი სოციალურ ქსელში მალევე გახდა განხილვის საგანი. მოქალაქეთა ნაწილი აღნიშნულს პირადი სივრცის დარღვევად მიიჩნევს და პერსონალური დაცვის ინსპექტორს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
ფაქტის გადასამოწმებლად „კვირა“ თავად მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს, ნიკა რურუას დაუკავშირდა.
მისი განმარტებით, მონაცემები, რომელიც მან საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა, საჯაროა და მას პერსონალურ მონაცემებთან არანაირი კავშირი არ აქვს. რურუას მტკიცებით, საარჩევნო კამპანიის პროცესში აღნიშნული მეთოდი დასავლეთში მიღებული პრაქტიკაა. როგორც რურუა ირწმუნება, აღნიშნულ ხერხს მთაწმინდის რაიონში მისმა ოპონენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც არაერთხელ მიმართა, თუმცა, როგორც „კვირას“ სალომე ზურაბიშვილის პარტიაში განუმარტეს, მსგავსი მეთოდით მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს საარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩევლებთან საურთიერთოდ არასოდეს უსარგებლია.
ruruaaaaaa

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები