ანი მიროტაძე: ჩვენი ამომრჩეველი მეორე ტურის დროს, სავარაუდოდ, სახლში დარჩება

“არ გამოვრიცხავ, რომ მეორე ტურის არჩევნებზე აქტივობა უფრო დაბალი იყოს”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “ეროვნული ფორუმის” წევრმა, ანი მოროტაძემ განაცხადა.
“ჩვენი ამომრჩეველი, რომელმაც ჩვენ, ეროვნულ ფორუმს მოგვცა ხმა, ჩემი ვარაუდით, მეორე ტურის არჩევნების დროს სახლში დარჩება. მე, რა თქმა,უნდა, არავის არ მოვუწოდებ, რომ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ “ეროვნული ფორუმის” ხმები ვფიქრობ, რომ მეორე ტურში მონაწილე არც ერთი პოლიტიკური ძალისკენ არ წავა. თუ “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” წევრები არ უზრუნველყოფენ ამომრჩევლის გამოყვანას, ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაბალი აქტივობა იქნება”, – განაცხადა ანი მოროტაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები