რამაზ საყვარელიძე: ეს არის სამოქალაქო საზოგადოების სახელით შენიღბული “ნაციონალური მოძრაობა”

​არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებას პოლიტოლოგები და კონსტიტუციონალისტები ეხმაურებიან.
​პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელიც საზოგადოებას მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, შენიღბულად “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს ატარებს.
“ეგ არის სამოქალაქო საზოგადეობის სახელით შენიღბული „ნაციონალური მოძრაობა“, თავის დროზე ბოკერია და ჭიაბერაშვილიც იყო სამოქალაქო საზოგადოება, შემდეგ ესენი აღმოჩნდნენ სააკაშვილის აღმასრულებელ სტრუქტურაში, იმიტომ, რომ სამსახური გაუწიეს “ნაციონალურ მოძრაობას”, ესენიც სამსახურს უწევენ “ნაციონალურ მოძრაობას”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
კონსტიტუციონალისტები თვლიან, რომ ადამიანები, რომლებიც საკონსტიტუციო უმრავლესობას საფრთხის შემცველს უწოდებენ, კონსტიტუციაში ვერ ერკვევიან.
“ამ ადამიანებმა უბრალოდ არ იციან კონსტიტუცია და არ იციან, ამ ქვეყანაში რა დროს რა მოხდა. ისინი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხის შემცველია, თუმცა ამას ვერ ასაბუთებენ”, – განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ.
მიმართვის ტექსტი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გუშინ გაავრცელა, სადაც არასამთავრობოები პრეზიდენტსა და პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები