“ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტის უსაფუძვლო, საბჭოთა რეზოლუციას თვით ჩეხეთის საელჩოც კი გაემიჯნა” – ცოტნე ანანიძე

ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხება, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი – ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტის უსაფუძვლო, საბჭოთა რეზოლუციას, რომელიც პოლიტიკური მცდელობაა ყოველგვარი ფაქტების გარეშე გაუქმდეს არჩევნებით გამოხატული საქართველოს მოქალაქეების ნება, თვით ჩეხეთის საელჩოც კი გაემიჯნა”, – წერს ცოტნე ანანიძე.

ცნობისათვის, საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ჩეხეთის საელჩომ განმარტა, რომ საელჩო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და არ არის უფლებამოსილი, კომენტარი გააკეთოს ჩეხეთის პარლამენტის საქმიანობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები